სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კოპენჰაგენში გამართულ  ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრებს სიტყვით მიმართა.

სოფიო ქაცარავამ ყურადღება უსაფრთხოებისა და ეუთო-ს სივრცეში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებზე გაამახვილა. მან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებსა და მათ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„უსაფრთხოება არის ჩვენი უპირველესი საზრუნავი და ინტერესი. ეუთო-ს წევრი ქვეყნების მთელი ძალისხმევა სწორედ აქეთკენ  უნდა მიიმართოს. ასამბლეის სახელით უნდა გადაიდგას საგულისხმო ნაბიჯები, რომ ოკუპაცია, საერთაშორისო სამართლისა და პრინციპების დარღვევა და ადამიანის უფლებების უგულვებელყოფა დაუშვებელი იყოს ეუთო-ს სივრცეში”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხს, რაც ბოლო 20 წლის მანძილზე, უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოში. მან ყურადღება გაამახვილა და  ეუთო-ს ივრცეში ამ გამოწვევის მნიშვნელობაზე. „წევრი ქვეყნების ყურადღება უნდა მიიმართოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის გამომწვევ მიზეზებსა და მათ მოგვარებაზე, რაც აქტიურად უნდა დადგეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დელეგაციის ხელმძღვანელმა ბიუროს სხდომაზე ასევე, ისაუბრა ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით პარლამენტის როლზე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამისი კომიტეტის საქმიანობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები