„ნებისმიერ ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებით, კიდევ უფრო განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს პრეზიდენტი“

ნებისმიერ ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებით, კიდევ უფრო განსაკუთრებით ყურადღებით და ფრთხილად რომ უნდა იყოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, ბუნებრივია – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტს შეწყალების სტატისტიკას უწუნებს და ამბობს, რომ სხვა ქვეყნების სტატისტიკასთან შედარებით, ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელია.
“აქ არის ორი კითხვა. ერთი – შეეხება შეწყალებების პრაქტიკას და ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების ისეთი სტატისტიკა არსებობს, რომ მე არ მეგულება რომელიმე სხვა ქვეყანა, რომელიც ახლოს მაინც მოვა ამ სტატისტიკასთან. ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელია და შედეგი ვნახეთ – ჩვენ ვნახეთ შეწყალებული ადამიანი, რომელმაც უსასტიკესი მკვლელობა ჩაიდინა და უმძიმესი ფაქტი დაფიქსირდა ჩვენს ქალაქში. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეს, არ ვიცი დეტალები როგორ წარიმართა, მაგრამ ნებისმიერ ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებით კიდევ უფრო განსაკუთრებით ყურადღებით და ფრთხილად რომ უნდა იყოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, ბუნებრივია, ამაზე დავა არ შეიძლება. ახლა თუ შეწყვეტს და შეაჩერებს ეს კონკრეტულ მსხვერპლს და კონკრეტულ ადამიანს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები