პრეზიდენტი ბაქრაძის შეწყალებაზე – „შეძრწუნებულები ვართ, იმ შეცდომით, რომელიც ჩვენ დავუშვით“

საქართველოს პრეზიდენტმა აღიარა, რომ შეწყალების კომისიამ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით შეცდომა დაუშვა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, პრეზიდენტი შეძრწუნებულია იმ ფაქტით, რაც შეწყალების კომისიას დაემართა.
„შეძრწუნებულები ვართ როგორც ამ მოვლენით, ასევე იმ შეცდომით, რომელიც ჩვენ დავუშვით.
შეიძლება უნებლიე შეცდომა იყო. არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ის რომ ჩვენ დაგვემართა, ეს ფაქტია. მერე რა, რომ ჩვენ არ შეგვეწყალებინა ადამიანი უკვე გარეთ იქნებოდა. ეს არ გვიმსუბუქებს ჩვენ მორალურ ტვირთს. ფაქტია, რომ ეს მოხდა. თუ ვინმე მეტყვის დღეს მე, რომ რა უნდა გაგვეკეთებინა, სად მოხდა რაღაცის არგათვალისწინება და თუ ვინმე ამაზე მიმითითებს მადლობელი ვიქნები. იმიტომ რომ ძალიან მძიმე არის, როდესაც ასეთ საქმესთან ასოცირდები. ძალიან მძიმეა, ამიტომ ნებისმიერ რჩევას მოვისმენ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვეფხია ბაქრაძე, რომელმაც ბარნოვის ქუჩაძე 24 წლის თაკო გამრეკელაშვილი დანით მოკლა, წარსულში ნასამართლევი იყო და მან საპატიმრო პრეზიდენტის შეწყალების აქტის შედეგად დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები