9 მაისს აღლუმი მიტინგებმა შეცვალა

გამარჯვების დღეს, 9 მაისს, უკრაინაში სამხედრო აღლუმი გადაიდო. ცენტრალური და ქალაქის ხელისუფლების განცხადებით, ამის მიზეზი უკრაინაში გართულებული პოლიტიკური სიტუაცია და წინააღმდეგობების არსებობაა. მათ ომის ვეტერანებისთვის ტრადიციული სამხედრო ფორმებით აღლუმის ჩატარებაზე უარის თქმა უწევთ. ამით ისინი ზეიმის გაპოლიტიზების თავიდან აცილებას ცდილობენ, რადგან ასეთ შემთხვევაში სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები და პარტიებიც მოითხოვენ ,,თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას“. აღლუმი გადაიდო, თუმცა ზოგიერთ ქალაქში მიტინგები და მსვლელობები ჩატარდება. მინდა განსაკუთრებით მივმართო კიეველებს და ჩვენს აქტივისტებს, რომლებიც სეპარატიზმის ნებისმიერ გამოვლინებაზე ძალიან აგრესიულად რეაგირებენ. სამწუხაროდ, საბჭოთა დიდების სიმბოლოს – გეორგიევსკის ლენტს ახლა სეპარატისტები იყენებენ და იგი უკრაინაში სეპარატიზმის სიმბოლო გახდა. ამიტომ იყავით უბრალოდ ტოლერანტულები ერთმანეთის მიმართ“,- განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი პაშინსკიმ, როცა მას 9 მაისს მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ დაუსვეს კითხვა. ის, რომ მიტინგებით და მსვლელობებით ტრადიციული სამხედრო აღლუმი შეიცვალა, ამის მაგალითი უკრაინის დედაქალაქია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები