მარიუპოლის ცენტრში ისვრიან

უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლის საქალაქო საბჭოს შენობასთან, რომლის ირგვლივაც პრორუსი აქტივისტები იყვნენ შეკრებილნი, სროლა ატეხეს. ,,ქალაქის ცენტრში სროლებია, ისმის ავტომატის ჯერის ხმა, სამხედროები იარაღს ჯერ ჰაერში ისროდნენ, ხოლო შემდეგ ხალხს ფეხებში დაუშინეს“, – ამის შესახებ მარიუოპოლის საინფორმაციო სამსახური იუწყება.
ქალაქის საბჭოს შენობას 100-მდე ავტომატით შეიარაღებულმა სამხედრომ ალყა შემოარტყა. მათ სიახლოვეს 200-მდე სამხედროს იქ ყოფნით უკმაყოფილო ადამიანია შეკრებილი. ისინი სკანდირებენ: ,,სირცხვილია“, ,,ფაშისტებო“.
„იტარ-ტასი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ძალოვანებმა იერიში შენობაზე მიიტანეს, თუმცა აქვე ისიც ცნობილი გახდა, რომ შენობაში პრორუსი აქტივისტები არ არიან. მარიუპოლის საინფორმაციო სამსახურში ვარაუდობენ, რომ სამხედროები საქალაქო საბჭოს შენობასთან იმიტომ მოიყვანეს, რომ ბარიკადების აღება გააკონტროლონ, რომლებიც მანამდე შენობასთან აქტივისტებმა აღმართეს. ამჟამად ბარიკადებს იღებენ, თუმცა ამ პროცესს ვინ ახორციელებს, ჯერჯერობით უცნობია. მათ ხელს თვითგამოცხადებული ,,დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ აქტივისტები უშლიან. სამხედროებმა მათ საპასუხოდ ჯერ ჰაერში გაისროლეს, შემდეგ კი ხალხს ფეხებში ავტომატის ჯერი მიუშვეს. დაჭრილები სასწრაფო დახმარების მანქანებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები