გია ვოლსკი: საბანკო სექტორი მონოპოლიზირებულია და უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევს ბიზნესს

ბანკები მუშაობენ ზემოგებებზე, მაშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმიუწვდომელია იაფი ფინანსური რესურსი, – ამის შესახებ დეპუტატი გია ვოლსი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
ვოლსკი ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის, ქართული საბანკო სისტემის მიმართ გაკეთებულ შეფასებას გამოეხმაურა.
დეპუტატი გამოქვეყნებულ პოსტში სასტარტო კაპიტალის რეფორმის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს.
„საჭირბოროტო თემა-პოზიტივი:
ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, სასტარტო კაპიტალზე წვდომის არარსებობა. ბიზნეს არ აქვს შესაძლებლობა განვითარდეს, რაც შექმნიდა ახალ სამუშაო ადგილებს ჩვენს ქვეყანაში.
საბანკო სისტემა არა თუ ხელს უწყობს თავისუფალ, საბაზრო პირობებში ეკონომიკის განვითარებას, არამედ, პირიქით, სერიოზულად ამუხრუჭებს ეკონომიკას.
ბანკები მუშაობენ ზემოგებებზე, მაშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმიუწვდომელია იაფი ფინანსური რესურსი.
ჩვენი ქვეყნის დადებითი პოზიციონირება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში, საბანკო სექტორს გზას უხსნის იაფ ფულად რესურსებზე დონორების მხრიდან. ამის მიუხედავად, ეს ფაქტორი პრაქტიკულად არ აისახება საპროცენტო განაკვეთებზე.
საბანკო სექტორი მონოპოლიზირებულია და უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევს ბიზნესს და აღარ აძლევს მას განვითარების საშუალებას.
ამ ვითარების შეცვლისთვის იქმნება ალტერნატიული წყარო, მთავრობის ეს ინიციატივა გულისხმობს სასტარტო კაპიტალის რეფორმას. ამ რეფორმის ფარგლებში დამწყებ ბიზნესს ექნება წვდომა იაფ, ფულად რესურსთან, რომელიც იქნება მაღალპროცენტიანი საბანკო პროდუქტების რეალური ალტერნატივა.
აღნიშნულ საკითხებზე დეტალურად ილაპარაკა ფინანსთა მინისტრმა“, -წერს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები