გიორგი კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე” დამწყებ მეწარმეებს წაახალისებს

ახალი სახელმწიფო  პროგრამა – „ახალგაზრდა მეწარმე” არის უმნიშვნელოვანესი პროგრამა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებული იქნება და სოფლად, დამწყებ მეწარმეობას წაახალისებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, „ახალგაზრდა მეწარმე” გულისხმობს 10 მილიონი ლარის ოდენობით საგრანტო დაფინანსებას, 40%-მდე სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა დამწყები ფერმერებისთვის და არასასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის.

პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დანიის მთავრობის და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები