“ნოვა” ბათუმისა და თბილისის მომხმარებლებს, 2-დან 16 აპრილის ჩათვლით, სხვადასხვა ფასდაკლებას სთავაზობს

“კომპანია “ნოვას” ბათუმისა და თბილისის საგამოფენო დარბაზებში, 2 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით, მომხმარებლები სალიკვიდაციო და სააქციო ფასებით, 500-ზე მეტი დასახელების სამშენებლო სარემონტო მასალის შეძენას შეძლებენ”, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, აღნიშნული აქციები, მომხმარებელთა თხოვნით, სასახურავე მასალის იმ კატეგორიას შეეხო, რომელზეც განსაკუთრებული მოთხოვნაა.
“მომხმარებელს ფერადი 0,5 მმ-სისქის პროფნასტილი, ხაოიანი (მატოვი) ზედაპირით 12,5 ლარიდან, ხოლო ყაზახური წარმოების თუნუქის პროფნასტილი 9 ლარიდან შეუძლია შეიძინოს.
სააქციო პროდუქციის კატეგორიები, მომხმარებელთა მოთხოვნამ განაპირობა და სააღდგომო სიურპრიზებით გამოწვეულმა შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ “ნოვა” 200-ზე მეტი სამშენებლო სარემონტო პროდუქციის მწარმოებელი და მსოფლიოში ცნობილი  50-მდე ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები