სამგორის რაიონის გამგებელმა თანამდებობა დატოვა

სამგორის რაიონის გამგებელმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.  დავით კერესელიძემ გადაწყვეტილება ბოლო დღეებში შიდაუწყებრივი კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღო. დედაქალაქის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე დააკმაყოფილა.

თანამდებობის დატოვების მიზეზია სამგორის რაიონის გამგეობის საქმიანობის კვარტალური შედეგი, რაც მნიშვნელოვანად ჩამორჩება სხვა რაიონების გამგეობების შესრულების მაჩვენებლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები