მდინარე გუბისწყალთან, ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე გუბისწყალთან გაჩერებულ ავტომანქანაში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა აქვს მიყენებული.
შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
„კვირა“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს, დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები