ქუთაისში, ერთ-ერთ საამქროში ხანძარი გაჩნდა (ვიდეო)
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ტრანსფორმატორების შემკეთებელ საამქროში ცეცხლი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.
მათივე ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.