სოფიო ქაცარავა იზაბელ დინგიზიანს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა შვედეთის პარლამენტის ვიცესპიკერს იზაბელ დინგიზიანს შეხვდა.

მხარეებმა საქართველო შვედეთს შორის მრავალი მიმართულებით არსებული მჭიდრო კავშირები მიმოიხილეს.

სოფიო ქაცარავამ, სტუმარს, ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე ესაუბრა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებებისა და პოლიტიკაში და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის კავშირების გამყარების თვალსაზრისით საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

შვედეთის პარლამენტის ვიცესპიკერთან გამართულ შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ირინე ფრუიძეც მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები