„ისეთი თემები, როგორიცაა გუნდიდან ვიღაცის გარიცხვა, გადადგომა, უმრავლესობის გაყოფა და ა.შ. არ განიხილება“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ისეთი თემები, როგორიცაა გუნდიდან ვიღაცის გარიცხვა, გადადგომა, უმრავლესობის გაყოფა და ა.შ. არ განიხილება.

მდინარაძის თქმით, უმრავლესობის ზოგიერთმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადების პათოსი არასწორად გაიგო.

„პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები, აბსოლუტურად არც ერთ ნაწილში არ კვეთს და არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ორივე განცხადებიდან გამომდინარეობდა, რომ უნდა შემდგარიყო საუბარი. ასეთი საუბარი აუცილებლად შედგება და გუნდის შიგნით ყველაფერი გაირკვევა”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “უმრავლესობაში არის 3-4 დეპუტატი, რომელმაც საჯარო განცხადებების დროს შეცდომა დაუშვა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები