მამუკა მდინარაძე: რამდენიმე დეპუტატის მხრიდან დისციპლინა დაირღვა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობაში მიმდინარე პროცესების შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მათ შორის პრემიერ–მინისტრი ეთანხმება შეფასებას, რომ რიგი დეპუტატების მხრიდან პარტიული დისციპლინის დარღვევას აქვს ადგილი. ამ კონტექსტში მდინარაძემ ნუკრი ქანთარია, დავით ჭიჭინაძე და გედევან ფოფხაძე დაასახელა.

„გუშინ პარტიის ოფისში ამ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა შედგა. ჩვენი შეფასებით, რამდენიმე დეპუტატის მხრიდან დისციპლინა დაირღვა და გაკეთდა არაკორექტული განცხადებები, რასაც პარტიის ხელმძღვანელობა, მათ შორის პრემიერ–მინისტრი დაეთანხმა. ამის მიუხედავად, ძალიან სამწუხაროდ ასეთი განცხადებები და პარტიული დისციპლინის დარღვევა კვლავ გრძელდება. ყველას ვთხოვ, ნუ აყვებიან ცალკეულ განცხადებებს. უახლოეს დღეებში ყველაფერი დალაგდება. გაიმართება პარტიაში შეხვედრა. განიხილება ყველა განცხადება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები