დონეცკის დეპუტატებმა რეფერენდუმის გადატანაზე უარი თქვეს

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დეპუტატებმა რეგიონის სუვერენიტეტის თაობაზე 11 მაისს დანიშნული რეფერენდუმის გადატანაზე უარი თქვეს. Unian-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს და მას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. “ეს არა ჩვენი, არამედ დონბასელთა გადაწყვეტილებაა. დონბასელ ხალხს გმირობის შანსი მიეცა და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეს შანსი მოვუსპოთ”, – განაცხადა დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ანდრეი პურგინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ლიდერებს მოუწოდა, რეგიონის სტატუსის თაობაზე 11 მაისისთვის დაგეგმილი რეფერენდუმი გაურკვეველი დროით გადადონ, რათა მხარეებმა დიალოგის გამართვა შეძლონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები