კანადაში ნარკოტიკული საშუალების შეძენა ოფიციალურად დაშვებულია

კანადაში ნარკოტიკული საშუალების შეძენა უკვე ოფიციალურად არის შესაძლებელი. ვანკუვერში სპეციალური აპარატი დაამონტაჟეს, რომელიც მომხმარებელს რამდენიმე სახეობის ნარკოტიკულ საშუალებას სთავაზობს. მსგავსი აპარატი რამდენიმე კვირის წინ შეერთებულ შტატებში, კოლორადოშიც დადგეს. ამერიკულ და კანადურ აპარატებს შორის განსხვავება ის არის, რომ შტატებში მარიხუანის მომხმარებლებს თავდაპირველად პირადობის მოწმობას სთხოვენ, კანადური აპარატი კი ნარკოტიკულ საშუალებას ყოველგვარი საბუთის გარეშე გასცემს. ამ დროისთვის კანადაში მარიხუანის 37 ათასი მომხმარებელია რეგისტრირებული. ჯანდაცვის სამინისტროს კვლევის მიხედვით, უახლოეს 10 წელიწადში მათი რაოდენობა განახევრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები