ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს (ვიდეო)

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდნენ. სააღდგომო წირვა-ლოცვა წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში III ქვეითი ბრიგადის კაპელანმა, დეკანოზმა გობრონმა აღავლინა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლიტურგიას ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად კოალიციური ძალების მართლმადიდებლური აღმსარებლობის ჯარისკაცები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა და ოპერაციის რაიონის კონტროლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები