ტყიბულში დაღუპულის მამა: უსაფრთხოების ნორმები დაცულია, მაგრამ ზოგჯერ სამთო დარტყმები ხდება, მეც მიმუშავია და ვიცი

შახტაში უსაფრთხოების ნორმები დაცულია, მაგრამ ზოგჯერ სამთო დარტყმები ხდება, მეც მიმუშავია და ვიცი, – ამის შესახებ ტყიბულის შახტაში დაღუპული პავლე გამეზარდაშვილის მამამ განაცხადა.
„ტყიბულის მოსახლეობის 90% ამ შახტაშია დასაქმებული. უსაფრთხოების ნორმები დაცულია, მაგრამ არის ხანდახან ასეთი მომენტები, როცა სამთო დარტყმა ხდება. მეც მიმუშავია და ვიცი“, – განაცხადა გურამ გამეზარდაშვილმა.
გუშინ ტყიბულში, მინდელის შახტაში, 6 მეშახტე დაიღუპა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2018 წლის 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა და ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები