თბილისში, კიევის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა
თბილისში, კიევის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, ხანძარი გაჩნდა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავსა და მეორე სართულზე გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. დამწვარია 200კვ. მეტრი ფართობი, ხანძრის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი, ხოლო გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ დასტურდება.
ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელი სასტუმროდ იყო გადაკეთებული და ხანძრის დროს შენობაში ირანელი ტურისტები იმყოფებოდნენ.
შემთხვევის ადგილზე, ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, ექვსი სახანძრო ჯგუფი მუშაობს.