საქართველოში გლოვის დღეა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 6 აპრილი, საქართველოში გლოვის დღე გამოცხადდა. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დღეს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
სახელმწიფო დროშები დაეშვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის, თბილისისა და ქუთაისის პარლამენტის სასახლეებზე. დროშები დაშვებულია ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებზე.
ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა სამი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები