ბლოგერს 1000 წკეპლა და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
საუდის არაბეთში ოპოზიციური პორტალის რედაქტორს რაიფა ბადავის ,,ისლამის შეურაცხყოფისთვის“ 10 წელი ციხე და 1000 წკეპლის დარტყმა მიუსაჯეს. გარდა ამისა, მას 260 ათასი დოლარის ჯარიმის გადახდაც მოუწევს. რაიფას ბრალი ედება იმაშიც, რომ საკუთარ მამას არ დაუჯერა. საუდის არაბეთში ესეც სერიოზულ დანაშაულად ითვლება. დაპატიმრების მიზეზი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა გახდა. თავის ბლოგში ბადავი რელიგიის საკითხებს განიხილავდა და სასულიერო პირები გააკრიტიკა.
ასევე პორტალმა სახელწოდებით: ,,თავისუფალი საუდელი ლიბერალები“ მოუწოდა, რომ გაეთავისუფლებინათ პოლიტიკური აქტივისტები. ბადავი 2012 წელსაც იყო დაპატიმრებული. მაშინ მისი ვებგვერდი დაბლოკეს და აპარატურა გაანადგურეს. ერთი წლის შემდეგ სასამართლომ მას შვიდი წლით პატიმრობა და 600 წკეპლით დარტყმა მიუსაჯა, თუმცა შემდეგ განაჩენი მკაცრად მიიჩნიეს. საუდის არაბეთის ხელისუფლებას არცთუ ისე იშვიათად გამოაქვს მკაცრი განაჩენი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ . საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აღშფოთებულნი არიან გამოტანილი განაჩენების სიმკაცრით და ხელისუფლებას მათ შეცვლას სთხოვენ.