ამერიკამ რუსეთს სავაჭრო შეღავათები გაუუქმა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სავაჭრო შეღავათები გაუუქმა, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აშშ-მ რუსეთი მოკვეთა პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP) პროგრამიდან. პროგრამა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს აშშ-ში გარკვეული სახის საქონლის უბაჟო იმპორტის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, რუსეთის GSP პროგრამიდან ამოღების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წერილობით აცნობა კონგრესს. “რუსეთი მნიშვნელოვნად დაწინაურდა ეკონომიკური თვალსაზრისით და გაიუმჯობესა სავაჭრო კონკურენტუნარიანობა, ამიტომ ის აღარ საჭიროებს სავაჭრო შეღავათებს პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის პროგრამის ფარგლებში”, – აღნიშნულია ბარაკ ობამას წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები