რუსეთის პრეზიდენტმა ბალტიისპირეთში მცხოვრებ ომის ვეტერანებს სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფა დაუწესა
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ლატვიაში, ლიტვაში და ესტონეთში მცხოვრებ დიდ სამამულო ომში მონაწილე ვეტერანებს სიცოცხლის ბოლომდე მატერიალური უზრუნველყოფა დაუწესდებათ, – ამის შესახებ კრემლის ადმინისტრაცია აცხადებს. დოკუმენტის მიხედვით ვეტერანებს ყოველთვიურად 500-დან 1000 რუბლამდე გადაუხდიან. მოქალაქეთა იმ კატეგორიაში, რომელზეც დახმარება ვრცელდება, ყოფილი კონცლაგერის და გეტოს ტყვეები, სამამულო ომის ინვალიდები, ასევე ორდენებით და მედლებით დაჯილდოვებული მებრძოლები შედიან. დახმარება დაენიშნათ ფინეთისა და იაპონიის ომში დაღუპული ჯარისკაცების ქვრივებსაც.