ამერიკელმა ტყუპმა დებმა თავი მოიკლეს

ამერიკის შტატ კოლორადოში ის ტყუპი დები დაიღუპნენ, რომლებსაც თავის ტვინის ელექტრო-სტიმულაციისთვის მოწყობილობები ჰქონდათ ჩანერგილი. სარა და ამანდა ელდრიჩები ქალაქ კანიონ-სითის მახლობლად მდებარე ხიდთან გაჩერებულ ავტომანქანაში ნახეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ მათ თავი ერთდროულად მოიკლეს. დები 33 წლის იყვნენ. ელდრიჩები ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით იტანჯებოდნენ. ახალგაზრდობაში გოგონებმა თვითმკვლელობა სცადეს, მაგრამ გადაარჩინეს. 2015 წელს სარა და ამანდა გახდნენ კოლორადოს პირველი მაცხოვრებლები, რომლებმაც ჩაინერგეს მოწყობილობები თავის ტვინის ღრმა სტიმულაციისთვის. იგი ტვინს ელექტროდებს უგზავნის თავის, კისრის და მხრების კანქვეშ. ოპერაციის შემდეგ, ექიმები აღნიშნავდნენ, რომ ტყუპის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
ადამიანებს, რომლებიც მსგავსი აშლილობით იტანჯებიან, ეწყებათ ობსესიები-შემაშინებელი, ხელის შემშლელი ფიქრები. ტვინის ღრმა სტიმულაცია მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია, მას პარკინსონის, დეპრესიის, დისტონიის და ზოგიერთი სხვა ავადმყოფობის დროს იყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები