მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებლები თბილისის საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდნენ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში თბილისის საჯარო სკოლის დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ წარმომადგენლებმა სკოლის დირექტორებს გააცნეს კამპანიის მიზანი, კონკურსში მონაწილეობის წესები, ჟიურის წევრები და ის ძირითადი ცვლილები, რაც 2018 წელს კონკურსის ფარგლებში ხორციელდება. მთავარი სიახლე ეს არის ნომინაციის ელემენტი. წელს თვითწარდგენასთან ერთად, სკოლებსაც ექნებათ საშუალება წარადგინონ თავიანთი მასწავლებლები.

შეხვადრაზე, ასევე, სკოლის დირექტორებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სააპლიკაციო ფორმის შევსებასთან დაკავშირებით. შეხვედრის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით.

აპლიკაციების მიღება 20 აპრილამდე გაგრძელდება. კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება უმაღლესი ქულების მქონე აპლიკანტები, რომელთაც მოეთხოვებათ მოკლე ვიდეოს გამოგზავნა, მესამე ეტაპზე, გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, რომლებთანაც ჩატარდება პირისპირ გასაუბრებები, ხოლო მეოთხე ეტაპზე, მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, გახდება ”მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი.

გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისაგან გადაეცემა 10 000 ლარი. ”მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი და „ლიბერთი“ ბანკი. ასევე, ტელეკომპანია „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა, რითაც საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები