მთავარ პროკურატურაში საერთაშორისო იურისტთა კომისიის გერმანული სექციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურას  გერმანელი მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები და სამართლის სფეროს სხვა წარმომადგენლები ესტუმრნენ. დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი პროკურორის  მოადგილე გიორგი გოგაძე  და უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს საქართველოს პროკურატურის  რეფორმის პროცესის  გაცნობა  და  სამომავლო  თანამშრომლობის მიმართულებების განხილვა წარმოადგენდა.

დელეგაციის წევრები დეტალურად გაეცნენ საქართველოს პროკურატურის სტრუქტურას, განხორციელებულ ინსტიტუციურ  რეფორმებს, საქართველოს პროკურატურის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიასა და პრიორიტეტებს. ასევე, აქცენტი გაკეთდა საქართველოს პროკურატურაში პროკურორების საქმიანობის შეფასების სისტემისა და მენტორების პროგრამის დანერგვაზე. ამასთან,  ხაზი გაესვა პროკურორებისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლების  მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა  ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მისი გაღრმავებისთვის სრული მზაობა გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები