რომელმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი ნინია კაკაბაძეს და ვინ წავიდა მის წინააღმდეგ

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი წევრი ნინია კაკაბაძე გახდა. კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო ოპოზიციისა და სახალხო დამცველის კვოტით წარდგენილი კანდიდატები აირჩიეს.
კენჭისყრის მონაცემებით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა.
აღსანიშნავია, რომ მას 37 მომხრე პარტია “ქართული ოცნებიდან” ხოლო 18 “ევროპული საქართველოდან” ჰყავდა. კაკაბაძის წინააღმდეგ კი “ქართული ოცნების” 11 წევრი და “პატრიოტთა ალიანსის” ერთი წევრი წავიდა.
ნინია კაკაბაძის მომხრეთა სია ასე გამოიყურება, “ქართული ოცნება”: ცოტნე ზურაბიანი; ედიშერ თოლორაია; რატი იონათამაშვილი; პაატა კვიჟინაძე; სოფიო კილაძე; ირაკლი კობახიძე; კახაბერ კუჭავა; დავით მათიკაშვილი; იოსებ მაკრახიძე; გენადი მარგველაშვილი; ენძელა მაჭავარიანი; გოგი მეშველიანი; გრიგოლ მიქელაძე; ენზელ მკოიანი; გიორგი მოსიძე; დიმიტრი მხეიძე; თამაზ ნავერიანი; კახაბერ ოქრიაშვილი; ანრი ოხანაშვილი; ირაკლი ბერაია; ირაკლი(დაჩი) ბერაია; ანზორ ბოლქვაძე; გიგა ბუკია; ელგუჯა გოცირიძე; გოგა გულორდავა; ირინა ფრუიძე; სოფიო ქაცარავა; მიხეილ ყაველაშვილი; გოდერძი ჩანქსელიანი; თამარ ჩუგოშვილი; ზვიად ძიძიგური; გიგი წერეთელი; ნინო წილოსანი; გიორგი ხატიძე; თენგიზ ხუბულური; ზაზა ხუციშვილი; მარიამ ჯაში.
რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს”, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს: გიორგი კანდელაკმა; სერგი კაპანაძემ; ოთარ კახიძემ; ზაზა კედელაშვილმა; ირმა ნადირაშვილმა; სერგო რატიანმა; დავით ბაქრაძემ; აკაკი ბობოხიძემ; გიგა ბოკერიამ; ხათუნა გოგორიშვილმა; თენგიზ გუნავამ; ლაშა დამენიამ; ლელა ქებურიამ; გიორგი ღვინიაშვილმა; მამუკა ჩიქოვანმა; ზურაბ ჭიაბერაშვილმა; ელენე ხოშტარიამ.
ნინია კაკაბაძის მოწინააღმდეგეები კი შემდეგი დეპუტატები აღმოჩნდნენ “ქართული ოცნება”: კობა კობალაძე; გიორგი კოპაძე; სვეტლანა კუდბა; გუგული მაღრაძე; კობა ნაკაიძე; გედევან ფოფხაძე; ლევან ბეჟანიძე; ბიძინა გეგიძე; ალექსანდრე ერქვაია; ლერი ხაბელოვი; შოთა ხაბარელი.
მის წინააღმდეგ წავიდა “პატრიოტთა ალიანსის” ერთი წევრი ადა მარშანია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები