ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრს შორის თანამშრომლობა გრძელდება

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრი“ თანამშრომლობას განაგრძობენ. მისი მიზანია ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა. მათ შორის გათვალისწინებულია სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დანაშაულის პირველი და მეორე დონის პრევენციის, განრიდებისა და მედიაციის პროგრამებში ჩართულ ბენეფიციარებისთვის, აგრეთვე, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართული ახალგაზრდული ასაკის ბენეფიციართა და მათი ოჯახის წევრთათვის პიროვნული, კულტურული და ფსიქო-სოციალური განვითარების  ხელმისაწვდომობა; მხარეთა პროექტებში ჩართული მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება და ამ მიზნით მოქმედ პროგრამებში მათი მაღალი ჩართულობის ხელშეწყობა.

განახლებულ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსმა  გიგა გაბელაიამ და „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მხარეები ითანამშრომლებენ, ასევე, დანაშაულის პრევენციაზე მიმართული ერთობლივი ახალგაზრდული პროგრამების განხორციელების მიზნით.

ცენტრებს თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. გასულ წლებში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების მონაწილე მოსწავლეები/ბენეფიციარები ყოველწლიურად ისვენებდნენ ანაკლიის მომავლის ბანაკში. ამიერიდან, კი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის საზაფხულო ბანაკებით ის სტუდენტებიც ისარგებლებენ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდულ აქტივობებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები