რომან კაკულია საგადასახადო ინიციატივაზე: მიდგომის კომპლექსურობა და განვითარების ინკლუზიურობა ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია საგადასახადო ინიციატივებს აფასებს და აცხადებს, რომ მიდგომის კომპლექსურობა და განვითარების ინკლუზიურობა ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანი მოცემულობებია.
,,საგადასახადო ინიციატივებთან დაკავშირებით, პოზიტიური განწყობა მიყალიბდება, იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შემდგომი პროცესისათვის არსებობს ორი მნიშვნელოვანი მოცემულობა, რომელიც უნდა იქნას რეალიზებული: ერთი გახლავთ ეკონომიკის ინკლუზიურობა, ანუ მასში ჩართულობა იმ თემის წარმომადგენლების, რომლებიც მიკრო და მცირე ბიზნესთან არიან ასოცირებულნი. ამ შემადგენლის განვითარების გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევთ იმ მდგომარეობას, როდესაც ეკონომიკური განვითარების ზრდის ეფექტი აღქმული იქნება მოსახლეობის უდიდეს ნაწილში, ამიტომ ეს ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. თუ გავითვალისწინებთ იმ მეორე მოცემულობასაც, როდესაც ინკლუზიურობასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიდგომის კომპლექსურობა იყოს სახეზე, ანუ ყველა ის არგუმენტი იქნას გათვალისწინებული, რომელიც ზემოქმედებს ბიზნესის არსებულ მდგომარეობაზე.
ამ მიმართულებით იდგმება ეს ნაბიჯი, ამიტომ მე გამოვყოფდი ამ ორ ძირითად სიტყვას, მიდგომის კომპლექსურობას და ეკონომიკური განვითარების ინკლუზიურობას. ეს ინიციატივა ამ ორივე მოცემულობას აქცევს რეალობად, ეს არის მოტივაცია, რის გამოც მხარს ვუჭერ, მივესალმები და მომავალში კომპეტენციის ფარგლებში მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა ამ ინიციატივის შემდგომი სრულყოფისათვის“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
საქართველოს მთავრობა ახალი მასშტაბური და მნიშვნელოვანი საგადახადო ინიციატივებით გამოდის.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ფინანსთა მინისტრის მიერ ინიცირებული სამი ახალი რეფორმა დამატებით ჟანგბადს მისცემს, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები