რომან კაკულია: პრემიერის ინიციატივა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ინტეგრაციის მშვიდობიანი გზაა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის რომან კაკულიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ინტეგრაციის მშვიდობიანი გზაა.
დეპუტატის განცხადებით, პრემიერის ინიციატივის შედეგი, როგორც განათლების ასევე ვაჭრობის ნაწილში მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური იქნება.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, თვითონ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ დამოკიდებულებაში ჩვენ გავიაზროთ ჩვენი ხედვის ის ნაწილი, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც დღეს ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, მათი ინტეგრაციის მშვიდობიანი გზა არის მხოლოდ ჩვენი არჩევანი და ეს ასეა, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ის სიკეთე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლოა დადგეს, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ამ ადამიანებისთვისაც. ეს არის მთავარი მენტალური ცვლილება, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში უნდა მოხდეს, მთლიანობაში. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ამ მიმართულებით, სწორედ ამ ხედვის რეალიზაციისაკენ დგამს ნაბიჯს. ამიტომ მივესალმები, მხარს ვუჭერ და მგონია, რომ შედეგი იქნება მხოლოდ პოზიტიური, როგორც განათლების, ასევე, ვაჭრობის ნაწილში. ეს ინიციატივები მხოლოდ ამ ხედვის შემდგომ რეალიზებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
როგორც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები