„მე არ ვიცი, რატომ იყო ჩხატარაშვილი პოპულარული პროკურატურაში და ამას ჩვენ გავარკვევთ“

  მე არ ვიცი, რატომ იყო ჩხატარაშვილი პოპულარული პროკურატურაში და ამას ჩვენ გავარკვევთ, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყოფილი მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით ჩხატარაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩხატარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და პასუხგაუცემელი არაფერი არ დარჩება. “ჩხატარაშვილი, იცით, ალბათ, რომ იყო ძალიან გავლენიანი ფიგურა წინა ხელისუფლების დროს, ის არ ყოფილა პოპულარული არც პირადად ჩემთვის და არც ბატონი ბიძინასთვის.
მე არ ვიცი, ის რატომ იყო პოპულარული პროკურატურაში და ამას ჩვენ გავარკვევთ. ჩვენთვის ის გახდა ცნობილი, რომ ის ამჟამად არის ბრალდებულია და მასთან დაკავშირებით კონკრეტული გამოძიება მიმდინარეობს. დანარჩენი გაირკვევა, არაფერი არ იმალება ამ ქვეყანაზე. ვფიქრობ, არაფერი არ დარჩება პასუხგაუცემელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები