დაბა ჩაქვში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა

დაბა ჩაქვში, გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები