სევეროდონეცკში სეპარატისტებმა პროკურატურის შენობა დაიკავეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში სეპარატისტებმა ადგილობრივი პროკურატურის შენობა დაიკავეს. შენობაში ავტომატებით შეიარაღებული სეპარატისტები შეიჭრნენ, რომელთაც პროკურატურის თანამშრომლებს შენობის დატოვება მოსთხოვეს. ამასთან, სევეროდონეცკში სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს მაღაზიებსა და ფირმებს, რომელთა მფლობელებიც უკრაინის ერთიანობას უჭერენ მხარს. სეპარატისტებმა პროკურატურის შენობა დაიკავეს დონეცკის ოლქის ქალაქ ლუგანსკშიც.