სატყეო სააგენტომ ხაშურის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

ეროვნული სატყეო სააგენტოს, შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

სააგენტოს ცნობით, ხაშურის სატყეო უბანზე ადგილობრივმა სამართალდამრღვევმა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან უკანონოდ მოიპოვა 7 მ3 წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც ახორციელებდა მაღალი გამავლობის ავტომობილით. შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ ავტომობილი დაილუქა .

მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.

ეროვნული სატყეო სააგენტო უკანონო ტყით სარგებლობის პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები