მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მსახიობ თამარ სხირტლაძესთან შეხვედრა გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის  თეატრალური მიმართულების  თოჯინების თეატრის დარბაზში საქართველის სახალხო არტისტთან, მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობთან, სასახლის წარმატებულ აღზრდილთან თამარ სხირტლაძესთან შეხვედრა გაიმართა. თეატრალური მიმართულების (ხელმძღვანელი ნიკოლოზ წულუკიძე) მოსწავლეებმა, კოლეგებმა, რეჟისორმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა,  მსახიობმა ქეთი ჩხეიძემ, კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა მსახიობის   შემოქმედებაზე ისაუბრეს, ასევე, მის მიერ სცენასა და ეკრანზე შექმნილ გამორჩეულ სახეებზე.  წარმოდგენილი იყო სცენები სასახლის თოჯინების თეატრის სპექტაკლებიდან.

თამარ სხირტლაძემ სასახლეში გატარებული წლები გაიხსენა ,  პირველი როლები ამ სცენაზე,  თეატრალური წრის ცნობილი პედაგოგები, ის დიდი  მსახიობები და რეჟისორები, რომელთანაც წლების განმავლობაში მუშაობა მოუწია,  უპასუხა სასახლის თეატრალური და აუდიო-ვიზუალური  მიმართულების მოსწავლეების მრავალრიცხოვან  კითხვას, ყურადღება გაამახვილა  მსახიობის  პროფესიის სირთულეებზე.  საღამო მიჰყავდა  თეატრალური მიმართულების მოსწავლეს ნიკა გუგუნავას.

მსახიობ თამარ სხირტლაძეს 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული თეატრსა და კინოში, არის თბილისის საპატიო მოქალაქე, მარჯანიშვილის თეატრის წინ გახსნილია მისი ვარსკვლავი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები