ეკა ბესელია პოლ სილკს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის საპარლამენტო პროექტის საერთაშორისო ექსპერტს, პოლ სილკს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს რეგლამენტის ცვლილებების პროცესზე ისაუბრეს. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, პირველ რიგში,  განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმიდან გამომდინარეობს, თუმცა მასში სხვა ისეთი საკითხებიც შევა, რომელიც საქართველოს პარლმენტისთვის სიახლე იქნება.

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო კონტროლის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. მისივე თქმით, ამ მიმართულებით პარლამენტმა პირველი ნაბიჯების გადადგმა 2013 წლიდან დაიწყო პარლამენტის რეგლამენტში ცალკეულ ცვლილებების განხორციელებით.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის საპარლამენტო პროექტის საერთაშორისო ექსპერტმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა პარლამენტის მოქმედ რეგლამენტთან დაკავშირებით.  მან ყურადღება გაამახვილა ბრიტანეთის პარლამენტის საუკეთესო პრაქტიკაზე სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის საპარლამენტო კომიტეტების საქმიანობის მიმართულებებზე და უფლებამოსილებებზე.

ეკა ბესელიამ ისაუბრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობაზე, როგორც საკანონმდებლო, ასევე ზედამხედველობის კუთხით. მან სტუმარს  საპარლამენტო კონტროლის კუთხით კომიტეტის მიერ დანერგილი ინოვაციური ფორმატები და სამომავლო გეგმები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები