რუსეთში, ქართველი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

რუსეთში, ბელგოროდის მხარეში დააკავეს კრიმინალური ავტორიტეტი ზედმეტსახელად „შლიაპა უმცროსი“.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაკავების შემდეგ მისი დეპორტაცია მოხდა. მანამდე კი 31 წლის რუსლან გეგეჭკორი პატიმრობაში კრასნოიარსკის მხარეში იმყოფებოდა. 2017 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ტერიტორიაზე მისი ყოფნის მიზანშეუწონლობის თაობაზე და რამდენიმე დღის შემდეგ სასამართლომ მისი დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა. პორტალ „პრაიმ კრაიმის“ ცნობით, რუსლან გეგეჭკორი „კანონიერი ქურდია“. მან რუსეთში ცნობადობა მას მერე მოიხვეჭა, რაც 2017 წელს ციხეში ჩეჩენი და დაღესტნელი პატიმრები პირდაპირ ციხის მეჩეთში სცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები