პირველკლასელმა ბებიის კუთვნილი ჰეროინი სკოლაში მიიტანა
56 წლის პენსილვანიელი პაულინ ბილინსკი-მუნიონი დააკავეს მას შემდეგ, რაც მისმა 7 წლის შვილიშვილმა სკოლაში ბებიის კუთვნილი ჰეროინი მიიტანა. როგორც უცხოური მედია იუწყება, ბებიამ ნარკოტიკი დაკარგა, ხოლო მისმა შვილიშვილმა შემთხვევით აღმოაჩინა და დაინტერესდა. სკოლის მასწავლებელმა პირველკლასელს 9 შეფუთვა ჰეროინი ჯიბეში უპოვა. ბავშვმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მან ნარკოტიკი სახლში სარეცხის მანქანასთან ახლოს იპოვა. როგორც გაირკვა, ქალმა ნარკოტიკი შეინახა და გადაავიწყდა, სად შეინახა. შემდეგ კი მისმა შვილიშვილმა იპოვა.
56 წლის ბებია დააკავეს. მას ბრალი ორი მუხლით წაეყენა – ნარკოტიკების შენახვისა და ბავშვის ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდების გამო.