“მაია ცქიტიშვილი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წევრია”

“მაია ცქიტიშვილი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წევრია, რომლის მაღალი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და გამოცდილება მარწმუნებს მის წარმატებაში ამ პოსტზე“, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ, ინფრასტრუქტურის პოსტზე მაია ცქიტიშვილის დანიშვნა.

ბერაია დარწმუნებულია, რომ ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით სამინისტროს საქმიანობა ეფექტური იქნება.
„მე როგორც მაჟორიტარი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ მაია ცქიტიშვილის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე დანიშვნას. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით, სამინისტროს საქმიანობა იქნება ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული უწყების მანდატით განსაზღვრული ყველა მიმართულებით და ლიდერის თვისებები, ინოვაციური და კრეატიული უნარები, რაც მას გააჩნია, სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენი ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკას, გააძლიერებს ჩვენს მუნიციპალიტეტებს, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების გზით“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები