გია გვაზავა: ვთვლი, რომ ჟენევის ფორმატი უნდა შენარჩუნდეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა თვლის, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი უნდა შენარჩუნდეს.

შესაბამისი განცხადება გია გვაზავამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჟენევის ფორმატი აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ მას დადებითი შედეგი ვერ მოაქვს და შეიძლება ვერც მოიტანოს, მაგრამ ერთადერთი პლატფორმაა, სადაც რუსეთი ჩანს, როგორც მხარე. ამიტომ ვნახეთ, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისგან გამიჯვნას და პასუხისმგებლობის აცილებას ცდილობდა. ძალიან კარგია, რომ ჩვენი დიპლომატია მათ ამ სურვილს არ ეთანხმება და პრინციპულად იცავს ამ საკითხს. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ გვაქვს ეთნოკონფლიქტები, ჩვენ გვაქვს კონფლიქტი რუსეთთან“, -აღნიშნა გია გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები