პაკისტანში სასაწყობე შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა
პაკისტანში, სასაწყობე შენობის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო “Thenews”-ი ავრცელებს.
ინციდენტის ადგილზე მაშველები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები რამდენიმე წუთში მოვიდნენ.
როგორც პოლიციელები აცხადებენ, შენობაში არაკანონიერი სამუშაოები ხორციელდებოდა, იქ მომუშავე პერსონალის მიერ, პალმის ზეთის წარმოება ხდებოდა.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო.