ტიანგუნ-1“-მა ვარდნის სიჩქარე გაზარდა (ვიდეო)

გერმანულმა რადიოლოკაციურმა სადგურმა გადაიღო ვარდნის პროცესში მყოფი ჩინური ორბიტალური სადგურის „ტიანგუნ-1“-ის არაკონტროლირებული ბრუნვა. შესაბამისი ვიდეო ფრაუნგოფერის ფიზიკისა და რადიოლოკაციური ტექნიკის ინსტიტუტმა Youtube-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ვიდეოს თან ახლავს მინაწერი, სადაც ნათქვამია, რომ ბრუნვის სიჩქარე 2,2 გრადუსამდე გაიზარდა, რაც წარმოადგენს ერთ ბრუნს თავისი ღერძის ირგვლივ, 2 წუთსა და 43 წამში. გადაღება 27 მარტს არის განხორციელებული. ეს ჯერ-ჯერობით სადგურის ერთადერთი გამოქვეყნებული რაიდოლოკაციური გამოსახულებაა, მისი ვარდნის წინ.
ევროპული კოსმოსური სააგენტოს სამმართველოს პროგნოზით, 28 მარტის მონაცემებით, ჩინური სადგური ორბიტიდან გავა და შემოვა დედამიწის ატმოსფეროში 31 მარტსა და 1 აპრილს შორის დროის მონაკვეთში. სადგურის ვარდნის ზონაში შედის პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, თურქეთის, ზოგიერთი ცენტრალურ-აზიური რესპუბლიკა, ასევე აფრიკა, აზიის და ოკეანის ქვეყნები, ავსტრალია, აშშ, მექსიკა და ცენტრალური თუ სამხრეთ ამერიკის ქვეყნები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები