საფრანგეთში უცნობმა პირმა სამხედროებისთვის ავტომობილის დაჯახება სცადა
საფრანგეთში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ბაზასთან ახლოს, უცნობმა მამაკაცმა, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ავტომობილის დაჯახება სცადა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ გამოძიება დაიწყო, როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ადგილობრივმა პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა.