ყარაბაღში მანქანის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

მთიან ყარაბაღში ავტომობილის ნაღმზე აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ამის შესახებ „სპუტნიკ-არმენია“ სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
„ნივის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ მარტაკერტის რაიონში აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ეკუთვნოდა ორგანიზაცია Halo Trust-ს, რომელიც ნაღმების გაუვნებელყოფას აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები