ჩრდილოეთისა და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრის თარიღი ცნობილია
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტს 27 აპრილს შეხვდება. ინფორმციას “Foxnews”-ი ავრცელებს.
ოფიციალურ შეხვედრამდე, 4 აპრილს სამუშაო ჯგუფები დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდებიან და ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის დეტალებს დააზუსტებენ, ასევე ისაუბრებენ იმ მედია საშუალებებზე, რომლებიც 27 აპრილს გამართულ შეხვედრას გააშუქებენ.
შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების, რიგით მესამე შეხვედრა შედგება.