ნიუ ჯერსიში სამედიცინო მარიხუანას პროგრამას აფართოვებენ
“ჩვენ ვცვლით სამედიცინო მარიხუანაზე დაწესებულ შეზღუდვებს, ასევე, ვამატებთ 5 ახალ სამედიცინო კატეგორიას, რომლის მიხედვით პაციენტები შეიძენენ პროდუქტის იმ რაოდენობას, რომელიც მათთვის საკმარისი იქნება”, – განაცხადა შტატის გუბერნატორმა.
ნიუ ჯერსის წარმომადგენლების ინფორმაციით, კანონში ცვლილებების შეტანას გარკვეული დრო დასჭირდება.
სამედიცინო მარიხუანას პროგრამის გაფართოვების შემდეგ, პაციენტებს იმ შემთხვევაში ექნებათ მოხმარების უფლება, თუ ისინი განიცდიან ქრონიკულ ტკივილს, შიშს, თავის ტკივილს, სხეულის კუნთოვან დარღვევებსა და სხვა…
გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში, პაციენტებისთვის განკუთვნილი მარიხუანას ღირებულება 200 დოლარი იქნება, ვეტერანები და მოხუცები მას 20 დოლარად შეიძენენ.