ლივორნოში მომხდარი აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

იტალიის ქალაქ ლივორნოს პორტში, აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. პირველადი ინფორმაციით, პორტის სამრეწველო ზონაში აფეთქდა ცისტერნა, რომელშიც მეთილის ეთერი იყო. ორი მუშა ადგილზე დაიღუპა, მესამე, ამ დროისთვის, მძიმე მდგომარეობით, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია. ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ. ზონა, სადაც მსუბუქად აალებადი სითხეები ინახებოდა, ევაკუირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები