„შატალისტები“ პარლამენტში

   გაზეთი „პრაიმტაიმი“ პარლამენტის კომიტეტების სხდომებზე დეპუტატების არასაპატიო გაცდენების შესახებ სტატიას აქვეყნებს. სხდომებზე არასაპატიო გაცდენების რაოდენობით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლიდერობენ. „სადეპუტატო შატალოს“ დიდ მოყვარულებს შორის „ტოპხუთეულში“ გოგა ხაჩიძე და ჩიორა თაქთაქიშვილი მოხვდნენ. როგორც „პარაიმტაიმი“ წერს, „ნაციონალური მოძრაობის“ 40 დეპუტატიდან გამოიკვეთა „ტოპათეული“, რომლებსაც კომიტეტის სხდომაზე ყველაზე მეტი არასაპატიო გაცდენა აღერიცხებათ. „პირველ ადგილზეა გოგი ოჩიაური, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრია – 26 არასაპატიო გაცდენა. 25 არასაპატიო გაცდენით მეორე ადგილზეა გოგა ხაჩიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; სპორტისა და ახაგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი. ამდენივე, 25 არასაპატიო გაცდენა აქვს ზურაბ ჩილინგარაშვილს, საფინანსო-საბიუჯეტო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრს; 24 გაცდენა აქვს დავით ჭავჭანიძეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე. „ტოპხუთეულში“ მოხვდა ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრია და 22 არასაპატიო გაცდენას ითვლის. მეექვსე ადგილზეა აკაკი მინაშვილი, 17 გაცდენით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. 7 არასაპატიო გაცდენა აქვს გივი თარგამაძეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომებზე. მერვე, მეცხრე და მეათე ადგილებს, 12-12 არასაპატიო გაცდენით, ინაწილებენ კობა ნაყოფია, ომარ მეგრელიძე და სამველ პეტროსიანი“ , – წერს გაზეთი „პრაიმტაიმი“. როგორც გაზეთ „პრაიმტაიმი“ აღნიშნავს, 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით, კომიტეტების სხდომებზე არასაპატიო გაცდენა სულ 65 დეპუტატს აქვს, რაც არჩეული პარლამენტარების საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარია. 65 დეპუტატიდან 15 მმართველი კოალიციის წევრია, ხოლო დანარჩენი 40 ოპოზიციის წარმომადგენელია. „ქართული ოცნების“ 15 დეპუტატიდან 12-ს არასაპატიო გაცდენა გაუბათილდა, დანარჩენი სამი დეპუტატი არის: კობა დავითაშვილი, რომელიც უკვე აღარ არის მმართველი კოალიციის წევრი, ხოლო 5 არასაპატიო გაცდენა აქვს ნანა ყეინიშვილს და კარლო კოპალიანს, რომლებსაც 3-3 არასაპატიო გაცდენა აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები