დონალდ ტრამპი ჩინეთში კიმ ჩენ ინის ვიზიტს გამოეხმაურა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩინეთში კიმ ჩენ ინის ვიზიტს, საკუთარ “Twitter”-ექაუნთზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ამჯერად არსებობს კარგი შანსი, რომ კიმ ჩენ ინი მოიქცეს ისე, როგორც თავისი ხალხისთვის და ჰუმანურობისთვისაა საჭირო. ველოდები ჩვენს შეხვედრას!”.
როგორც ტრამპი აცხადებს, ის ჩინეთის პრეზიდენტს ქსი ძინპინს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინი ტრამპთან შეხვედრის მოლოდინშია.
“სამწუხაროდ, ჩრდილოეთ კორეის მიმართ დაკისრებული სანქციები და ზეწოლა ნებისმიერ ფასად შენარჩუნდება”, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, ჩინეთში “არაოფიციალური” ვიზიტით ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ქსი ძინპინს შეხვდა.
ჩინური მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა “წარმატებული საუბრები” გამართეს, სადაც კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ბირთვულ პროგრამაზე, გარკვეული პირობების შემდეგ უარს იტყვის.