გიორგი ტყემალაძე ევროპის საბჭოს 34-ე კონგრესში მონაწილეობს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს „ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი ტყემალაძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს 34-ე კონგრესზე გამართულ სესიაში – „უფლებებზე დაფუძნებული მმართველობა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე“ მონაწილეობს.

ქართული მხარე  ევროპის საბჭოს რამდენიმე კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხიც იქნება წარმოდგენილი.

სტრასბურგში, ასევე „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი, საკრებულოს წევრი თამარ ტალიაშვილი და თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი იმყოფებიან.

საქართველომ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესში დელეგაციის ახალი შემადგენლობა მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინა, რომელსაც „ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ პრეზიდენტი კახა კალაძე ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები